სპორტი
დიდი როტაცია „ბარსელონასა“ და „სიტის“ შორის
კატალონიურ „ბარსელონასა“ და ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ შორის დიდი გაცვლა დაიგეგმა.
ერთი კვირის წინ ბარსას ხელმძღვანელობა მალიორკაში გოლფის ტურნირზე სიტის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას შეხვდნენ და აზრები გაცვალეს.
გუნდები ერთმანეთში 2-2 ფეხბურთელს გაცვლიან. ჟოაო კანსელო და ბერნარდუ სილვა „ბარსელონაში“ უნდა გადავიდნენ, პრემიერლიგის ჩემპიონთან ერთდ კი დემბელე და სერხი რობერტო აპირებენ თამაშს.
როგორც ირკვევა, კლუბები შესაბამის სამუშაოებს უკვე აწარმოებენ.
კანსელოს და სილვას თავადაც აქვთ ბარსაში გადაბარგების სურვილი, მაგრამ მეორე მხრივ რთულადაა საქმე. სიტიში გადასვლაზე კლუბს ჯერ დემბელეს და რობერტოს თანხმობა არა აქვს.
შედგება თუ არა გარიგება, უახლოეს მომავალსი გახდება ცნობილი.