მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„დიდი შვიდეულისა“ და სამხრეთის ქვეყანებმა რუსეთთან “სამშვიდობო მოლაპარაკებების” თემაზე საიდუმლო შეხვედრა გამართეს

გამოცემა „Bloomberg-ის“ ცნობით, „დიდი შვიდეულისა“ და „გლობალური სამხრეთის“ ზოგიერთმა ქვეყანამ 16 დეკემბერს საუდის არაბეთში უკრაინის წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე კი მოსკოვთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
შეხვედრის საიდუმლოება ნაწილობრივ იმისკენ იყო მიმართული, რომ მონაწილე ქვეყნები თავისი დასწრების გამო უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს.

მონაწილეთა თქმით, უფრო მცირე ფორმატმა საშუალება მისცა უფრო თავისუფალი და ღია დისკუსია გაემართათ ე.წ. “მშვიდობის ფორმულაზე” და ამ პროცესის წინ წაწევის გეგმებზე, ასევე სამომავლოდ რუსეთთან ურთიერთქმედების პრინციპებზე.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, შეხვედრაზე პროგრესი არ ყოფილა. მედიის ცნობით, უკრაინა და „დიდი შვიდეულის“ წევრები ეწინააღმდეგებიან „გლობალური სამხრეთის“ წარმომადგენელი ქვეყნების მოწოდებებს რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობაზე.

აქვე აღნიშნულია, რომ კიევმა და მისმა მოკავშირეებმა „დიდი შვიდეულიდან“ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამართლიანმა მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზნები არ შეცვლილა, ვლადიმერ პუტინს არ გამოუვლენია არსებითი მოლაპარაკებების წარმოების სურვილი და არ იცავს მანამდე მიღწეულ შეთანხმებებს.
ამასთან აღნიშნულია, რომ დეკემბერში გამართულ შეხვედრას ინდოეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მაღალჩინოსნები დაესწრნენ, ხოლო ჩინეთმა, ბრაზილიამ და არაბთან გაერთიანებულმა საამიროებმა თავისი წარმომადგენლები არ გაგზავნეს.

აქვე „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ მოკავშირეებმა მკაფიო გახადეს, რომ განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ევროკავშირი და აშშ კი დარწმუნებული არიან, რომ მათი ფინანსური მხარდაჭერა დამტკიცდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button