სპორტი
დიდი სლემი ჯოკოვიჩმა მოიგო
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი დანიელ მედვედევი დაუპირისპირდნენ.
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რუსი 3 სეტში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს მე-18-ედ დაეუფლა.
საფინალო შეხვედრა ანგარიშით: 7:5; 6:2;6:2 დასრულდა.
დამარცხებულმა მედვედევმა სიბრაზისგან თავისი ჩოგანი დაამტვრია.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს, ფედერერი-ნადალის რეკორდამდე 2 მოგება აქვს დარჩენილი. მათ დიდი სლემის ტურნირი 20-20-ჯერ აქვთ მოგებული.