დიდინეძის ინციდენტზე ენმ-ს ორი წევრი დააკავეს

დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს ბრალი წაუყენეს.

„შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრი დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მისცეს“,- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1-ელ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მერი შენგელაიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button