დიდთოვლობა, შტორმი და მოყინული გზები – საქართველოში უამინდობაა

დაბალი ხილვადობის გამო, სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით დღეს, 17:50 საათზე დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა, – ამის შესახებ ბათუმის აეროპორტში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, უამინდობის გამო, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში დაეშვა. ბათუმში დილიდან თოვს. უამინდობის გამო, გუშინ, ბათუმი-სტამბულის ავიარესი გადაიდო.

ხვალ, შავი ზღვის სანაპიროზე, 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს. სანაპირო ზოლსა და მაღალმთიან აჭარაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი, მთებში კი, ზვავსაშიშროებაა. პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი. სინოპტიკოსის პროგნოზით, უამინდობა აჭარაში თვის ბოლომდე გაგრძლედება. ამ დროისათვის ბათუმში თოვს.

ძლიერი თოვის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა. აკრძალვები მოქმედებს მისაბმელიან, ნახევრად მისაბმელიან და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტომობილებზე. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გომბორის უღელტეხილზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. რაც შეეხება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო მაგისტრალს, აქ ავტომანქანებით გადაადგილება თავისუფალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button