დიდუბეში სახლის დემონტაჟისას ნანგრევებში ორი მუშა მოყვა

დიდუბეში სოხუმის ქუჩაზე ავარიული სახლის დემონტაჟის დროს ნანგრევებში ორი მუშა მოყვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მრავლობითი დაზიანებები მიიღო მეორე მუშამაც.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.

თვითმხილველების თქმით, ამ წუთებში დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს სამედიცინო დაწესებულებებში გადაყავთ.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button