“დიეგო მარადონა 24 წლის გოგონაზე დაქორწინებას აპირებს” [Photo]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიეგო მარადონა დაქორწინებას აპირებს. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა Muy წერს.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის რჩეული მისი მეგობარი როსიო ოლივაა, რომელიც 24 წლისაა და ასაკით სამი ათეული წლით პატარაა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონზე. მარადონა და როსიო უკვე ორი წელია ხვდებიან.
როგორც ირკვევა, მარადონას დაქორწინება რომში სურს, რათა ჯვარი თვით რომის პაპმა ფრანცისკმა დასწეროს. ცნობილია, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი არგენტინელია და საფეხბურთო კლუბ “სან-ლორენსოს” დიდი ქომაგია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16973″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]