მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბათუმში აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ბათუმის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები, რომლებიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, რეზო წულუკიძისა და ელდარ არძენაძის დაკავებას აპროტესტებენ.

წულუკიძე და არძენაძე ორი დღის წინ დააკავეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ისინი უკანონოდ დააპატიმრეს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა რეზო წულუკიძესა და ერთ-ერთ ბათუმელს შორის, რის შემდეგაც რეზო წულუკიძე და ელდარ არძენაძე ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა პოლიციამ ისევ დაზარალებულები დააკავა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, რეალურ დამნაშავეს ხელს აფარებენ და უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან.

სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button