დიდ ბრიტანეთში უნიკალურ მონეტას გამოუშვებენ [Video]

ბრიტანული კომპანიები ახალი, თორმეტწახნაგიანი, 1 გირვანქის ნომინალის მონეტის ბრუნვაში ჩაშვებას გეგმავენ. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ხაზინა ავრცელებს.

ახალი მონეტების გამოშვება 2017 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი.
იმ დრომდე უნდა განხორციელდეს ნაღდი ფულის მიმღები ყველა აპარატის მოდიფიცირება. 6-თვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ძველი და ახალი მონეტების მიღების პროცესი.
ამის შემდეგ 1-გირვანქიან მონეტებს ბრუნვიდან ამოიღებენ, მაგრამ ბანკების უმრავლესობა და საფოსტო განყოფილებები ძველი ნიმუშის მონეტების მიღებას კვლავ გააგრძელებენ.

სამონეტო ეზოს მონაცემებით, ახალი მონეტის გამოშვების საჭიროება იმის გამო შეიქმნა, რომ ამჟამად ყოველი 30-ე 1-გირვანქიანი მონეტა ყალბია. სამონეტო ეზოს მუშაკების ვარაუდით, ახალი მონეტების გაყალბება ფალსიფიკატორებისთვის უფრო რთული გახდება.
„£1 ნომინალის ახალი მონეტა კიდევ უფრო მეტად დაცული იქნება, ვიდრე ძველი ნიმუში, ამიტომ გამყალბებლები სერიოზული ბარიერის წინაშე დადგებიან“, – განაცხადა ხაზინის მთავარმა მდივანმა, დევიდ ჰოუკმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button