დილან ჰარტლი დისკვალიფიცირებულია
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/12/1583704-33671455-2560-1440.jpg)
ინგლისის სარაგბო ნაკრების კაპიტანი დილან ჰარტლი დისკვალიფიცირებულია. მან “ლეინსტერის”მორაგბეს შონ ო’ბრაიენს სახეში ხელი დაარტყა, რისთვისაც ექვსკვირიანი სასჯელი დაიმსახურა. ჰარტლის მოედანზე დაბრუნება 23 იანვარს შეეძლება. ეს, მის კარიერაში უკვე მე-8 დისკვალიფიკაციაა და არსებობდა ვარაუდი, რომ ჰარტლის მინიმუმ 8-კვირიან სასჯელს გამოუწერდნენ.