მნიშვნელოვანირეგიონი

დილიდან პოლიციაა მობილიზებული ლოპოტას ხეობაში

დღეს დილიდან პოლიციაა მობილიზებული კახეთში, ლოპოტას ხეობაში.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა , „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის დაწყებას ეწინააღმდეგება.

ადგილობრივებმა სოფელში შესასვლელი გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც კომპანია
„ართანა ლოპოტამ“ ჰესის მშენებლობის ადგილას, ტექნიკის შეყვანა სცადა.

სოფელში ამბობენ, რომ ჰესის აშენება გარემოს დააზიანებს და ლოპოტას ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

” პროექტში აქვთ შეტანილი ათასი ტყუილი. რაც არის, ასე რომ მშენებლობა დაიწყონ, ეკოლოგიური კატასტროფა მოხდება. ჩვენ ვიყავით შეთანხმებულები, რომ ექსპერტები უნდა მოეყვანათ და ყველაფერი რეალურად უნდა შეესწავლათ. სანამ ეს პირობა არ შესრულდება და არ დაგვარწმუნებენ, ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება”- ამბობენ ადგილობრივები.

კომპანიის წარმომადგენლის, ბიძინა იმნაძის განმარტებით, გარემო შესაწავლილი და ყველა დოკუმენტი წესრიგშია.

“ჩვენ მოთხოვნებს გვიყენებენ არაკვალიფიციური კერძო პირები. ან ამ მოთხოვნების დაყენება, რატომ აძლევთ გზის გადაკეტვის უფლებას, არ მესმის. არავითარი შეთანხმება არ ყოფილა, ჩვენ გვაქვს დოკუმენტაცია წესრიგში და იმედი მაქვს, შევძლებთ ჩვენს ტერიტორიაზე შესვლას. აქ ვიქნებით, სანამ სამუშაოების დაწყების საშუალება არ მოგვეცემა”- ამბობს იმნაძე.

„ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ 2019 წლიდან აპირებს.

კომპანიამ, სამუშაოების დაწყება რამდენჯერმე სცადა, თუმცა, მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, ვერ შეძლო.

სამუშაოების დაწყების სალიცენზიო ვადა
” ართანა- ლოპოტას” 2023 წლის მარტში ეწურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button