მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
დილიდან ტაძრებში ხალხმრავლობაა
დღეს დიდი ხუთშაბათია. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში დილიდან ხალხმრავლობაა. მორწმუნეები ეკლესიაში ზიარების მისაღებად მიდიან. მათი ნაწილი ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიასაც აუცილებლად დაესწრება.
“აბსურდია, რასაც ესენი საუბრობენ. მე არ მაშინებს და ვაპირებ, დავესწრო ლიტურგიას. მივალთ 21:00 საათამდე, დავესწრებით ლიტურგიას და დილის 06:00 საათის შემდეგ დავტოვებთ ეკლესიას,” – განაცხადა ერთ-ერთმა მრევლმა.
ეკლესიებთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს აზიარა მოწაფეები პირველად მაცხოვარმა, აღასრულა ფეხთბანვა და ბოლო პასექი.