“დინამო არენასთან” მამაკაცის გვამი იპოვეს

თბილისში, სტადიონ „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ში მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button