სპორტი
დინამო ბათუმმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ადვილად გადალახა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/07/batumiiiiiiiiiiiiiiiiiiiii.jpg)
უეფას კონფერენსლიგაზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის დინამომ პირველი სადებიუტო შეხვედრა ძალიან ადვილად მოიგო. მისი მეტოქე სან-მარინოს „ტრე პენე“იყო, რომლის წყვილშიც სპეციალისტები ფავორიტად სწორედ ქართულ გუნდს მიიჩევდნენ.
ბათუმელებმა გასვლაზე სან-მარინოს კლუბს დიდი ანგარიშით 4:0 მოუგეს.
მატჩის ბედი თამაშის დებიუტშივე გადაწყდა. მე-8 და მე-10 წუთზე ქართველებმა 2 გოლი გაიტანეს. მესამე გოლიც პირველ ტაიმში გავიდა და ბათუმელებმა დასვენება გადაწყვიტეს. ტემპი დავარდა, თუმცა ვერც მასპინლებმა შეძლეს კლასის ჩვენება. მეოთხე გოლი უკვე 58-ე წუთზე გავიდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
წყვილის განმეორებითი შეხვედრა ზუსტად 1 კვირაში გაიმართება. 15 ივლისს დინამო ბათუმი „ტრე პენეს“ საკუთარ კედლებში უმასპინძლებს.