მნიშვნელოვანისიახლეები

,,დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება -ცეცხლი ოლიგარქიას!,,-მდინარაძე

საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.
მისი თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი „დიფ სთეითს“ ემსახურება, „დიფ – სთეითი“ კი – ოლიგარქიულ გავლენებს.

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაცაგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ სთეითი“ ოლიგარქიულ გავლენებს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს. არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! ოლეე, ოლაა-ზე იხილეთ პრემიერის დღევანდელი კომენტარი“, – წერს მამუკა მდინარაძე

მსგავსი პოსტები

Back to top button