
კომპანიამ Disney Studios ვარსკვლავური ომების მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ვერსიის ტრეილერი გამოუშვა (Star Wars: Galaxy of Adventure).
პირველი ექვსი ეპიზოდის ნახვა დღეიდან, 30 ნოემბრიდან არის შესაძლებელი. მომდევნო სერია დეკემბერში გამოჩნდება და დანარჩენი 2019 წლის განმავლობაში რეგულარულად გამოვა. ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი თავდაპირველი ტრილოგიის “ვარსკვლავური ომების” საფუძველზეა შექმნილი.