მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დიტო ხელხელაურის დედა დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

პოლონეთში, გაუჩინარებული თელაველი მამაკაცის ოჯახი, ადვოკატის ასაყვანად საზოგადოების დახმარებას ითხოვს .

დიტო ხელხელაურის დედის, ია ოჩიაურის ინფორმაციით, ახალგაზრდას ერთ კვირაზე მეტია, პოლიცია უშედეგოდ ეძებს და ოჯახს მიმდინარე სამუშაოებზე სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს.

” სამძებრო სუშაოები დაწყებულია, ყველა დანაყოფი იქ არის, პოლიციაც, პროკურატურაც. წყალში ეძებენ, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ. არსად ფიქსირდება, არც საპატიმროში, არც საავადმყოფოებში, მაგრამ სამძებრო სამუშაოებზე სრულ ინფორმაციას, პოლიცია არ გასცემს. გვითხრეს, რომ საჭიროა, ოჯახის წევრი, ან ადვოკატი. ბიძაშვილი ოჯახის წევრი არ არისო. ამიტომ ადვოკატს აქედან მივცემ მინდობილობას და ჩაერთვება საგამოძიებო პროცესში. პოლონურ ფულზე ხუთი ათასი ზლოტი სჭირდება, რაც კურსით, 1200 ევროა”- აცხადებს ოჩიაური.

ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახისათვის თანხის მოძიების პროცესში, მისი მეგობრებიც ჩაერთნენ, რომლებიც საზოგადოებას აქტიურობას სთხოვენ.

” ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებია, ამიტომ საჭიროა გამოძიება და ადვოკატი, რომლის დაქირავების შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. გამოძიება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რადგან თითოეულ საათსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”,-ამბობს რადიო ჰერეთთან ხელხელაურის მეგობარი, მარიამ ოქროცვარიძე.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებ, 26 წლის დიტო ხელხელაურს, პოლიცია და ოჯახის წევრები ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ.

მისი დაკარგვის შესახებ, რამდენიმე ვერსია გაჟღერდა, თუმცა ჯერჯერობით, არცერთი დადასტურებულა.
ახალგაზრდა მამაკაცი, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სამუშაოდ, ოთხი წლის წინ წავიდა.

ახალგაზრდას ოჯახის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშის ნომერი: GE37TB7874645061100040- მიმღები-Soslan Gasievi. GE71TB7120945061100059-მიმღები- მზია ოჩიაური.

მსგავსი პოსტები

Back to top button