მნიშვნელოვანისაქართველო

დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი თადარიგის პოლკოვნიკის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

ბოლო ინფორმაციით ის კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაშია და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

რაც შეეხება დაკითხვებს, ამ ეტაპზე მეზობლების გამოკითხვა არ განახლებულა. მეზობლები ამბობენ, რომ მათ უკვე ყველა ინფორმაცია მიაწოდეს პოლიციას.

გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული ორგანიზაციის, “მხედრიონის” წევრს, დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს თავს 7 თებერვალს დაესხნენ, დიღმის მასივში, მათ საცხოვრებელ ბინაში.

შსს-ს ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა დედა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დოდო გუგეშაშვილის ვაჟი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს.

საქმეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button