მნიშვნელოვანი

,,დოკუმენტებზე დაყრდნობით განვაცხადებთ, ვის ინტერესებში შედიოდა ზვიად დევდარიანის დისკრედიტაცია“ – დიმიტრი გაბუნია

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებენ განცხადებას, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ზვიად დევდარიანის დისკრედიტაცია. ამის შესახებ დიმიტრი გაბუნიამ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია აქვთ.

რაც შეეხება ბრალდებას სექსუალურ შევიწროებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით, დიმიტრი გაბუნიას თქმით, საქმეში არსებობს სატელეფონო შეტყობინებები, თუმცა მათი შინაარსი ზვიად დევდარიანის ბრალეულობას გამორიცხავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი ტელეფონიდან ამოღებული მასალები ფიგურირებს. სამი სავარაუდო მსხვერპლის საქმეზე კი, მოკვლევა პარალელურ რეჟიმში აქვს დაწყებული სახალხო დამცველი აპარატს. დიმიტრი გაბუნიას თქმით, მას არ უნახავს ობმუდსმენისთვის წარდგენილი მასალები, თუმცა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

მოისმინეთ დიმიტრი გაბუნიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button