მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბახმუტი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება

ბახმუტი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. რუსეთი მის სრულად აღებას და განადგურებას, უკრაინა კი გათავისუფლებას ცდილობს. ალყაში მოქცეული უკრაინელები უკან არ იხევენ. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპული 25 რუსი სამხედროს შესახებ. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.

მიუხედავად წინააღმდეგობისა რუსები წარუმატებლად ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე წარუმატებლად ცდილობს ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას. დღის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა მრავალი იერიში მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვასიუკოვკის, ორეხოვო-ვასილიევკას, დუბოვო-ვასილიევკას, გრიგორიევკას და ბახმუტის დასახლებული პუნქტების რაიონებში”, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ძირითად თავდასხმით ქმედებებს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და შახტარის მიმართულებებზე აწარმოებს.

მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 4 სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 4 დაბომბვა განახორციელა.

დარტყმები დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელდა.

არიან გარდაცვლილები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში.

რუსი სამხედროების სამიზნე მხოლოდ ბახმუტი არ არის. გამუდებული დაბომბვის გამო კუპიანსკს მოსახლეობის ნაწილი ტოვებს. 2 ადამიანი ემსხვერპლა იერიშებს დნეტროპეტროვსკში.

იერიშებს კონტრიერიშებით პასუხობენ უკრაინელი სამხედროები. ვრცელდება ინფორმაცია 200 000 ოკუპანტის დაღუპვის შესახებ.
ვიცე-მერის თქმით კი ბახმუტის ქუჩებში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ბრძოლა გრძელდება, თუმცა რუსეთი არ აკონტროლებს ქალაქს- აცხადებს ალყაში მოქცეული ქალაქის ვიცე მერი

უკრაინული მხარე ოკუპანტებისგან გაძლიერებული ზეწოლის მიუხედავად, ჯერჯერობით “ხაზის შენარჩუნებას” ახერხებს.
“ქალაქი პრაქტიკულად დანგრეულია. არც ერთი შენობა არ არის დარჩენილი. რუსები ყველაფერს ბომბავენ”, -ამბობს BBC-ის რადიოს ეთერში, ვიცე-მერი ალექსანდრე მარჩენკო.

მისივე თქმით, ოკუპანტების ერთადერთი მიზანი ხალხის ხოცვა და უკრაინელი ხალხის გენოციდია.
“რუსების მიერ გამოყენებული ტაქტიკა არის გადამწვარი მიწის ტაქტიკა. მათ სურთ ბახმუტის განადგურება, ისევე როგორც მარიუპოლი გაანადგურეს”, – ამბობს მარჩენკო.

მისი ინფორმაციით, ბახმუტში ამჟამად დაახლოებით 4-4,5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა. ისინი თავშესაფრებში გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე არიან. ადგილამდე ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა გართულებულია.

ბახმუტი დიდი ბრძოლის ველი გახდა მტერი ინტენსიურად უტევს ქალაქს და ცდილობს წინ წაწევას ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით,კი ბახმუტში უკრაინის არმია ზეწოლის ქვეშაა, ქალაქში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

“რუსეთის რეგულარულმა არმიამ და ვაგნერის ძალებმა კიდევ უფრო წინ მიიწიეს ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, რომელიც ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებადი საზღვარია და დაუცველია რუსული თავდასხმისგან, სამი მხრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვის თქმით, უკრაინა აძლიერებს ტერიტორიას ელიტარული დანაყოფებით. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბახმუტში ბოლო 36 საათის განმავლობაში, ორი საკვანძო ხიდი განადგურდა.

“უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქალაქიდან გადაადგილების მარშრუტები სულ უფრო და უფრო იზღუდება”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბახმუტთან ბრძოლების ინტენსივობა იზრდება. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბახმუტის მიმართულება კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება, რის გამოც იქ გაძლიერებული ძალები გაიგზავნა.

უკრაინის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს რუსეთის რამდენიმე შეტევა ბახმუტზე – განაცხადა კიევმა 4 მარტს, მიუხედავად მოსკოვის მხარეს მებრძოლი ძალების განცხადებისა, რომ აღმოსავლეთის ქალაქი, რომელიც უკვე თვეებია რუსეთის შეტევების ფოკუსს წარმოადგენს, თითქმის სრულად ალყაშია მოქცეული.

მაგრამ დასავლელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ვითარება ბახმუტში კრიტიკული რჩება და უკრაინის მცველებზე “სულ უფრო დიდი ზეწოლა” ხორციელდება.

აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში უკრაინის არმიამ მოიგერია რუსეთის მხრიდან 150-ზე მეტი შეტევა ბოლო დღის განმავლობაში, ბახმუტის, ლიმანის, ავდეევკასა და სხვა მიმართულებებით – აცხადებს გენერალური შტაბი და დასძენს, რომ “მტერი დაუღალავად ცდილობს ბახმუტისთვის ალყის შემორტყმას”.
უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტები ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტენ.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 150-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ მათ არმიას შესაძლოა ბახმუტის დატოვება მოუწიოს, თუკი ქალაქის დაცვა დიდ დანაკარგებს მოიტანს – ამ შემთხვევაში ისინი გადანაწილდებიან სხვა პოზიციებზე დასავლეთსა და ჩრდილოდასავლეთში, სადაც, გავრცელებული ცნობებით, უკრაინელებს ბევრად უფრო ძლიერი თავდაცვითი პოზიციები აქვთ.

ამასთან, უწყების ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი და სხვადასხვა ტიპის 8 დრონი ჩამოაგდეს.

„უკრაინულმა ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 14 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პერსონალის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს. ასევე, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის „სუ 34“ მოიერიშე თვითმფრინავი და სხვადასხვა ტიპის 8 სადაზვერვო და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსული ძალების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის საცავს და საწვავის 2 საცავს დაარტყეს.
უკრაინაში კი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გარდა, ახლა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზე მსჯელობენ.

ტრიბუნალის შექმნა მნიშვნელოვანი მხოლოდ უკრაინისთვის არ არის. ეს იქნება გზავნილი ავტოკრატი რეჟიმებისთვის, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არსად არ დარჩება. მანამდე კი ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულების მოპოვებისა და გამოძიებისთვის შესაბამისი მექანიზმები არსებობდეს.

ახლა კი უკრაინა პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ცენტრის შექმნაზე მუშაობს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button