დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი პანკისში შეიჭრას [Video]

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი და წარსულში რადიო “თავისუფლების” ერთ-ერთი ხელმძღვანელი დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმის საბაბით პანკისში შეიჭრას.

ამის შესახებ ჯენსენმა “ამერიკის ხმის” ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც “ისლამური სახელმწიფო” მებრძოლებს პანკისში წვრთნის. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს რუსეთმა საქართველოში მორიგი შეჭრის საბაბად გამოიყენოს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button