მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დონალდ კოვიდ 19-სგან სრულად გამოჯანმრთელდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის კოვიდ 19-სგან სრულად გამოჯანმრთელდა და სხვებისთვის რისკს აღარ წარმოადგენს.

„უმაღლესი სტანდარტების ტესტი გავიარე, არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ. როგორც ჩანს, იმუნური ვარ. არ ვიცი, შესაძლოა ხანგრძლივად, ან ცოტა ხნით. შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც კი. ეს დანამდვილებით არავინ იცის,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox News-სთან საუბარში.

ცნობისათვის, გუშინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკურნალმა ექიმმა შონ კონლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და შეუძლია იზოლაცია დაასრულოს. მისი თქმით, პრეზიდენტს უკვე შეუძლია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

დონალდ ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. მას მკურნალობა უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტარეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button