მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს ფლორიდაში შეხვდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და მომავალი არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, პარასკევს, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეხვდა.

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკასა და ისრაელს შორის გამორჩეული სტრატეგიული, ტექნოლოგიური და სამხედრო თანამშრომლობა დამყარდება. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკაში მისი ვიზიტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დააჩქარებს. ამერიკული ტურნეს ფარგლებში ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესში სიტყვით გამოვიდა.

შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანისთვის, აბრაამის შეთანხმებისთვის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის, ირანთან ბირთვული შეთანხმების შეჩერებისთვისა და აშშ-ში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანტისემიტიზმთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დროს ტრამპმა, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და მომავალ არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატი, კამალა ჰარისი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ომის დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ მას “ებრაელები არ მოსწონს”.

შეხვედრები გამართა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button