მსოფლიოსიახლეები

დონალდ ტრამპი ელისაბედ მეორეს შეხვდა

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მიიღო. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. 

ბუკინგემის სასახლეში დონალდ და მელანია ტრამპს ელისაბედ მეორესთან ერთად სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც დახვდნენ.

პრეზიდენტის რანგში ეს თეთრი სახლის ლიდერის მეორე ვიზიტია. ის ლონდონში გასული წლის ივლისშიც იმყოფებოდა. მაშინ ტრამპის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button