
ბრიუსელში ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს მოეწერა ხელი. დოკუმენტს 29 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი იქნება.
მაკედონიის გაწევრიანება ნატოში კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ალიანსის კარი საქართველოსთვისაც ღიაა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ის ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით მიაღწია.