დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ხელფასზე უარს აცხადებს

აშშ-ში პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა გრძელდება, – იუწყება Reuters.

შტატ ნიუ-ჰემფშირში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ, მილიარდერ დონალდ ტრამპს შეკითხვა დაუსვეს, გამარჯვების შემთხვევაში, იგი გააუქმებს თუ არა კონგრესის წევრებისთვის დაწესებულ საპენსიო და სამედიცინო შეღავათებს?

„პრეზიდენტად თუ ამირჩიეს, ხელფასზე უარს ვიტყვი, მოვილაპარაკეთ? ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს,“ – უპასუხა ტრამპა.
როგორც Reuters აღნიშნავს, ამერიკის პრეზიდენტის შემოსავალი წელიწადში 400 000 დოლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button