დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა

მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა.
ტრამპა 1238 დელეგატის ხმა დააგროვა, რაც ერთი ხმით მეტია გარანტირებული წარდგენისთვის.
კონსერვატორების მხრიდან მისი წარდგენა ფაქტიურად გარდაუვალი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა უკანასკნელმა ოპონენტმა ჯონ კეისიკმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
დონალდ ტრამპმა კამპანიის ფარგლებში “რესპუბლიკური პარტიიდან” 16 კონკურენტი დაამარცხა. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.