მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რამდენიმე საათის წინ პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ის თავს უკეთესად გრძნობს და ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

თეთრი სახლის ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პრეზიდენტს, „რემდესივირით“ მკურნალობენ.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მას არ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი მკურნალობა „რემდესივირით“ დაგვეწყო. მან პირველი დოზა უკვე მიიღო და კომფორტულად ისვენებს“, – აღნიშნა კონლიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button