ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა დისკო ჰიტ YMCA-ზე ცეკვით დაასრულა.
პოპულარული საცეკვაო სიმღერით შეხვედრის დასრულება პრეზიდენტისთვის უკვე ტრადიციად იქცა. პირველად YMCA-მ ერთი თვის წინ გაიჟღერა, ბოლო კვირის განმავლობაშ ტრამპის ყველა გამოსვლა ამ კომპოზიციით სრულდება.
YMCA დისკო პოპ ბენდის Village People-ის მიერ გამოშვებული 1978 წლის ჰიტია, რომელიც დეკადების განმავლობაში LGBT თემის ერთ-ერთ ჰიმნი იყო.