მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მისივე გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს მაიკ პომპეო დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

ინფორმაცია რექს ტილერსონის გადაყენების შესახებ ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა, მიზეზად კი რიგ საკითხებზე უთანხმოება სახელდებოდა.

დღემდე დონალდ ტრამპიც და რექს ტილერსონიც გავრცელებულ ინფრომაციას უარყოფდნენ.

სად გააგრძელებს მუშაობს რექს ტილერსონი, ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button