მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო-ტრამპი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი

ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის როტონდაში ფიცის დადების ცერემონიაზე რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

ცოტა ხანში ფიცს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დადებს, ხოლო შემდეგ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ფიცის დადების შემდეგ დონალდ ტრამპი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

ინაუგურაციას ესწრება აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი. ისინი სათითაოდ შევიდნენ კაპიტოლიუმში, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ამასთან, მიშელ ობამა ერთადერთი ყოფილი პირველი ლედია, რომელიც არ ესწრება ინაუგურაციას.

ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.

მან კაპიტოლიუმში, საპრეზიდენტო ფიცი დადო.
„მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“, – განაცხადა ტრამპმა ფიცის დადების დროს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა.

მანამდე კი, შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.

მანამდე ფიცი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დადო
უამინდობის გამო დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button