
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური საფრთხეების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
BBC-ის ინფორმაციით, შედეგად, ამერიკულ კომპანიებს მრავალი უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიით სარგებლობა აეკრძალათ. აკრძალვაში კონკრეტული კომპანიები დასახელებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, ეს ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ეხება. გუშინ „როიტერსმა” სწორედ ამ კომპანიის შესაძლო აკრძალვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ში.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი მიდგომა ამერიკელ ხალხსა და კომპანიებს დააზარალებს და არა თავად Huawei-ს.