საქართველოსიახლეები

ერთ-ერთი პირველი ტელევარსკვლავი დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა

ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი – საქართველოს ტელევიზიის წარსულში პოპულარული დიქტორი და წამყვანი.

დონარა კინწურაშვილი 1963 წელს, 21 წლის ასაკში მივიდა ტელევიზიაში.იყო არაერთი გადაცემის, მათ შორის, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი.

დონარა კინწურაშვილი პროფესიით იყო ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი, პარალელურად 2004 წლამდე მაშინდელი სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი.

დონარა კინწურაშვილი ტელევიზიაში 45 წლის მანძილზე მუშაობდა, მაგრამ როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, 2004 წელს სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ კომუნისტების დროს დიქტორი იყო.

„დღევანდელი წამყვანებისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველმხრივ შეზღუდულები ვიყავით. საშინელი აპარატურა გვქონდა. რუსეთი რასაც გამოცვლიდა, იმას გვიგზავნიდა. ერთხელ, ცნობილი წამყვანები: ვალენტინა ლეონტიევა და ალექსანდრე (საშა) მასლიაკოვი ჩამოვიდნენ და უნდა ჩაგვეწერა გადაცემა: „ალო, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ (ეს გადაცემა ყოველთვის მასლიაკოვს მიჰყავდა). საშა რომ ჩამოვიდა და გადაცემის ჩაწერა დავიწყეთ, ხან ერთი კამერა ამოვარდა, ხან – მეორე. მაშინ ვიდეო არ იყო და ძალიან გავწვალდით, მაგრამ გადაცემა 6 საათში ჩავწერეთ. საშა მასლიაკოვი გაგიჟდა, როგორ მუშაობთო. სწორედ მაშინ თქვა საშამ: ქართველები, მართლაც, რომ სასწაული ხალხი ხართ“, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსგავსი პოსტები

Back to top button