მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დონბასში დაბომბვები გრძელდება

ერთი დაღუპული და 6 დაშავებული სამხედრო – დონბასში დაბომბვები გრძელდება.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბოლო დღე-ღამეში დონბასში ცეცხლი 96-ჯერ გახსნეს. ამათგან 81 შემთხვევაში გასროლა მძიმე შეიარაღებიდან მოხდა. 8-ჯერ დაიბომბა სოფელი “სჩასტია”, სროლის ხმა ისმოდა მარიოპოლთანაც, 120 მილიმეტრიანი ჭურვები ესროლეს “შიროკინოს”, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნენს ათზე მეტ სოფელსა და დასახლებას.

სროლას ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. დაჭრილია კიდევ ერთი ჯარისკაცი, ხოლო 5-ს საბრძოლო ტრავმა აქვს მიღებული.

უკრაინული დაზვრევის ინფორმაციით, დონბასის გარდა, რუსეთს მიზანში უკრაინის სხვა ქალაქებიც აქვს ამოღებული, რომელზე თავდასხმასაც გეგმავს. საუბარია კიევზე, ხერსონი და ხარკოვი.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დონეცკსა და ლუგანსკში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 96-ჯერ დაარღვიეს.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსული ფორმირებები მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს იყენებენ.

სამხედრო-სამართლებრივი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი სიტუაციის განვითარების ორ შესაძლო სცენარზე საუბრობს.

გარკვეულ სამხედრო შეტაკებას თავიდან ვერ ავიცილებთ. მაგრამ არსებობს სიტუაციის განვითარების ორი სცენარი – პირველი: შესაძლოა, ნამდვილად იყო იერიში კიევზე და დაიწყოს ფართომასშტაბიანი დაპირისპირება. მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან საზღვრებთან დიდი სამხედრო კონტინგენტის მობილიზების მიუხედავად, ისინი მაინც არ არიან საკმარისი რაოდენობის მსგავსი ოპერაციის შესასრულებლად. რაც შეეხება მეორე სცენარს, ის ლოკალურია – სიტუაცია დაიძაბება დონბასში, სროლები მეტად ინტენსიური გახდა. აზოვის ზღვაში კი მიმდინარეობს რუსული ფლოტის წვრთნები ესეც შეშფოთების საგანია რადგან ადრე მსგავსი არ მომხდარა,”- აცხადებს მუსიენკო.

ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი იგორ კოზილი კი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე კეთილგონივრული ნაბიჯი საქართველოსი და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია იქნება.

“რუსეთის პირდაპირი აგრესიის ფონზე მგონია, რომ მასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა რაციონალური გადაწყვეტილებაა. ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო. ასევე, მიმაჩნია, რომ რუსეთისნაირი აგრესორის ადგილი არ არის გაეროს რიგებში.

რაც შეეხება ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარებას – მგონია, რომ არაფერი შეცვლილა. ჩვენ, უკრაინის საზოგადოება, ამისთვის მზად ვიყავით. რა არის გამოსავალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკრაინის და საქართველოს დასახმარებლად? NATO-ში პირდაპირი ინტეგრაცია ყოველგვარი საცდელი პერიოდის გარეშე. ამის შესახებ პირველმა საქართველომ განაცხადა და მგონია, რომ ეს ყველაზე კეთილგონივრული ნაბიჯია,” – აცხადებს კოზილი.

უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან, ამ დრომდე უწყვეტი შეტევები გრძელდება.

ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, უკრაინული არმიის მიმართულებით საოკუპაციო ძალები და სეპარატისტები სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ისვრიან. თავდასხმები გრძელდება ჭურვებითაც, დაბომბილია სამოქალაქო დასახლებები.

ადგილზე მყოფი სამხედროები ვითარების გამწვავებას ნებისმიერ წამს ელოდებიან, რადგან ვლადიმერ პუტინს, რუსეთის ფედერაციის საბჭომ, საზღვრებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება უკვე ოფიციალურად მისცა.

“ლუგანკსში, ისევ შასწიედან დაიწყეს მასიური შეტევა. განსაკუთრებით, შასწიე, ტრიხვისბინკა და კრიმშკო, ამ მიმართულებებით არ გაჩერებულან, მასიურად ბომბავენ. დაბომბილია მოსახლეობა, დაბომბილია ე.წ. თბოელექტროსადგური შასწიეში. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მარიუპოლი, საპორტო ქალაქი ძალიან სტრატეგიული ობიექტია, აი მაგაზე აქვთ პრეტენზიები”, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button