დონჩიჩი ტურის საუკეთესოა

მადრიდის რეალის 17 წლის სლოვენიელი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. თელ ავივის “მაკაბისთან” დონჩიჩმა 10 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი 32–ს გაუტოლდა. საბოლოოდ მადრიდელებმა  80:75 იმარჯვეს. დონჩიჩი მადრიდელთა “სამეფო” კლუბის ღირსებას  2014 წლიდან იცავს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button