მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონში ჩანიშნულ “რეფერენდუმებთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ინიციატივას სრულად დაუჭერს მხარს ხერსონის ოლქის მოსახლეობა და რუსეთთან შეერთება არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის ტრიუმფი გახდება, არამედ რეგიონის ტერიტორიასაც დაიცავს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის“, – აღნიშნულია მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა გუშინ ე.წ. „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების საზოგადოებრივმა პალატებმა წარადგინეს და სეპარატისტ ხელმძღვანელებს, ლეონიდ პასეჩნიკსა და დენის პუშილინს მიმართეს.
ინფორმაციას ტელეარხი RBC რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ პუტინთან ერთად მოსახლეობას რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც მიმართავს.

განცხადების გაკეთება, მოსკოვის დროით, 18:00 საათზეა დაგეგმილი, თუმცა კონკრეტულად რას იტყვის რუსეთის პრეზიდენტი, კრემლთან დაახლოებული პირებისთვის უცნობია.
დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, ამის შესახებ განცხადებას ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა, დენის პუშლინმა დღეს, 20 სექტემბერს გააკეთეს.

საკითხს უკრაინული მხარე გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ ყალბი რეფერენდუმები და ჰიბრიდული მობილიზაცია არაფერს შეცვლის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო რეფერენდუმები HIMARS-ს შეაჩერებს.

“რუსებმა კონტრშეტევაზე ასიმეტრიული პასუხის გაცემა გადაწყვიტეს. ისინი ფიქრობენ, რომ უკანონო რეფენრენდუმები HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს ჩვენს მიწაზე ოკუპანტების განადგურებისგან. ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლებისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ლიდერის, დენის პუშლინის განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ხერსონსა და დონბასში “რეფერენდუმები” 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დონბასში “რეფერენდუმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს” ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის.

“დონბასში რეფერენდუმებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებლების სისტემური დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის.”- წერს მედვედევი თავის Telegram გვერდზე.

მისი თქმით, ამ ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შემდეგ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ‘ტრანსფორმაცია შეუქცევადი გახდება.”

“რუსეთის ტერიტორიაზე ხელყოფა არის დანაშაული, რომლის ჩადენაც შესაძლებელს ხდის თავდაცვის ყველა ძალის გამოყენების. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რუსეთის ვერც ერთი მომავალი ლიდერი, ვერც ერთი ოფიციალური პირი შეძლებს ამ გადაწყვეტილებების შეცვლას.”- განაცხადა მედვედევმა.

დმიტრი მედვედევის აზრით კიევს და დასავლეთ სწორედ, “რეფერენდუმების” ამ შედეგის “ეშინიათ” და აქედან გამომდინარე, აუცილებელია მათი ჩატარება.

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა შესთავაზა ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს, ლეონიდ პასეჩნიკს, ერთობლივად ჩაატარონ “რეფერენდუმი” ამ ორი ერთეულის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული, რუსეთში გაწევრიანების შესახებ.

“დროა წავშალოთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არარსებული საზღვარი…”- განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კოფმანმა.

“ოკუპანტებმა კვლავ დაიწყეს “არჩევნები არჩევნების გარეშე” შესახებ საუბარი, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი ჩიხში შეიტყუეს.” – თქვა ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ.

მისი აზრით, მოსკოვს სჭირდება თვითგამოცხადებული ტერიტორიული ერთეულების ფორმალური მოთხოვნა, შეუერთდნენ რუსეთს, რათა გამართოს ომის ახალი რაუნდი, ხოლო დაჩქარება გამოწვეულია უკრაინის კონტრშეტევით, რამაც პანიკა გამოიწვია სეპარატისტებში.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აღნიშნული ორი სეპარატისტული სუბიექტი საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ “რეფერენდუმის” ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button