დოპინგ-სკანდალის კეთილი დასასრული – ქართველ მოჭიდავეებს ბრალი მოუხსნეს

დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ქართველ მოჭიდავეებს დისკვალიფიკაცია მოეხსნათ. საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ უკან დაიხია – ახალი გადაწყვეტილების თანახმად, 1 მარტამდე აღებულ დოპინგ-სინჯებზე დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმ სპორტსმენებს შეეფარდათ, რომლების სისხლშიც მელდონიუმის შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო.

მილდრონატი საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ აკრძალული პრეპარატების სიაში 1 იანვრიდან შეიტანა და ამ სიახლემ მსოფლიოში ათობით სპორტსმენი დააზარალა.

ქართველთაგან დისკვალიფიკაციით თავისუფალი სტილით მოჭიდავეები: ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), დავით მოძმანაშვილი და გიორგი მეშვილდიშვილი (ორივე 125 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მათე სოფაძე (85 კგ) დასაჯეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button