დრეკადი სმარტფონები ბაზარზე 2018 წელს გამოვა [Video]

სამხრეთ კორეის 5 მწარმოებელი 2018 წელს ბაზარზე დრეკადი სმარტფონების გატანას გეგმავს, ხოლო 2019 წელს დრეკადმა დანადგარებმა შეიძლება, წარმოების 20% დაიკავოს. ინფორმაციას The Korea Herald-ი ავრცელებს.

პოლიიმიდის მწარმოებელი კომპანიის უფროსმა, კანგ ჩუნგ-სეოკამ განაცხადა, რომ პირველი დრეკადი სმარტფონები, რომელთა მოღუნვის გრადუსი 5 მილიმეტრს შეადგენს, გაყიდვაში უკვე მომავალი წლიდან გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ Lenovo-მ OLED-ეკრანიანი დრეკადი სმარტფონების 2 პროტოტიპის კონცეპტი უკვე წარმოადგინა. მოსალოდნელია, რომ გაისად დრეკად გაჯეტებს Samsung-იც გამოუშვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button