მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

როცა მაჩანჩალა ქვეყანა ხარ როცა შიგნით არ შეგიძლია დაალაგო არაფერი არ გამოგივა–მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, საქრთველოს ახალი პრემიერ- მინისტრიც შეაფასა და ვაქცინაციის საკითხზეც ილაპარაკა.

” ამ არჩევნებმა მოგვიტანა, რომ 3 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამაზე პასუხი უნდა აგოს მმართველმა გუნდმაც და ოპოზიციამაც ამათ გამო, მსხვერპლზე წავედით. რას ვეუბნებით მათ ოჯახებს? ესენი ამათ არჩევნებს გადაყვნენ.

თქვენ იცით ჩემი და ახალი პრემიერის ურთიერთობა, ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა. ჩემი აზრით, ყოველთვის წარმატებული პრემიერი იყო. თუნდაც მელიაზე გადაწყვეტილება რომ მიიღო, რომელიც მძიმე გადაწყვეტილებაა. უნდა მიხედონ სახელმწიფოს. მთავარი ის კი არაა, ვინ იქნება პარლამენტში, სიღარიბეა და შიმშილი რომ არ დაიწყოს, ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ. რაც შეეხება ვქცინას, მაგალითად ისრაელში, პოლიტიკური დაპირისპირება აქვთ, მაგრამ 85% აცრილია. როგორც გავიგე კლასიკური ვაქცინები აქვთ, ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი ღირს. იზრუნეს თავისი ერისთვის. მე არც ველოდებოდი, არ მჯერა – ხოლმე, რასაც გვეუბნებიან. როცა მაჩანჩალა ქვეყანა ხარ, როცა შიგნით არ შეგიძლია დაალაგო, არაფერი არ გამოგივა-“განაცხადა მეუფე იაკობმა.

განცხადებები, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, დღეს, ხირსის მამათა მონასტერში გამართულ საკვირაო წირვაზე გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button