მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სოფელ წაბლანაში სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სახლში 8 წევრი ცხოვრობდა, მათ შორის, – 4 არასრულწლოვანი.

ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოქალაქეებმა ვერაფრის გამოტანა მოახერხეს.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხულოს მერიაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ დროებით, ოჯახს ქირით გაიყვანენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button