მნიშვნელოვანირეგიონი

“დროა”ს ლიდერის საქმე თელავის რაიონულ სასამართლოში ისევ შეწყდა

დროას” ლიდერის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე თელავის რაიონულ სასამართლოში, ისევ შეწყდა.

განმეორებითი გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, ელენე ხოშტარიას მიმართ ადმინისტრაციული საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო, შეწყდა.

საქმის ხელახალი განხილვის აუცილებლობა მაშინ წარმოიშვა, როცა სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მანამდე გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა.

გაუქმებას საფუძვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი დაედო, რომლის მიხედვითაც, თელავის რაიონული სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

თავად ელენე ხოშტარია, მიმდინარე სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა.

ადმინისტრაციული საქმე ელენე ხოშტარიას მიმართ, 20 მაისს , ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ქორწილის პროტესტის პირობებში დაიწყო.

დროას ლიდერი, თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან იმყოფებოდა და პოლიციის მიერ დაკავებულ პირებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button