მნიშვნელოვანისაქართველო

“დროა, უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე”

“დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დროა შეიცვალოს, როგორც მთავრობის ავტოპარკში არსებული მანქანების ფერი – შავი, ისე თავად ავტომანქანები გახდეს ეკოლოგიურად სუფთა.

ციტატა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებიდან:

“ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება პარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი ვთქვათ. ვფიქრობ, რომ დროა, გადავიდეთ პირველ რიგში, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ პირველ რიგში, მინისტრების დონეზე, მაგრამ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ ეს, მათ შორის, ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცველმა. ამიტომ ეს დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანადათან ყველგან გავრცლდება. ამას ჩვენ ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ მინისტრებმა დავიწყოთ და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც. მე მქონდა დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან საუბარი, რომ დელეგაციების დახვედრისას, თუ ამას ეტიკეტი მოითხოვს, ამ შემთხვევაში შეიძლება გამონაკლისი დავუშვათ, სხვა არც ერთი შემთხვევა არ იქნება ჩემთვის მისაღები. მგონია, რომ შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ. არ მგონია, რომ უსაფრთხოების კუთხით კომპრომისს უკავშირდებოდეს სხვა ფერის მანქანით მოძრაობა”,  – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button