“დროება” რადიოეთერშიც გავა
დღეიდან, 6 სექტემბრიდან, გიორგი თარგამაძის ყოველკვირეული სატელევიზიო ჟურნალი “დროება” რადიოების: თბილისის FM93.5, ჰერეთისა FM102.8 და ციტრუსის FM97.3 პირდაპირ ეთერშიც გავა.
სწორედ დღეიდან იწყებს “დროება” ახალ სატელევიზიო სეზონს. გადაცემა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და რადიოსადგურების როგორც FM სიხშირეზე, ასევე ინტერნეტ მაუწყებლობით და აპლიკაციებითაც გავრცელდება.
მედიაჰოლდინგმა ჰერეთმა, 1 თვის წინ დაიწყო ტელეკომპანია “ფორმულას” სხვა გადაცემების ტრანსლირებაც.
ყოველდღე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით დღის 17:45-18:30 და 21:00-22:30 დროის მონაკვეთში „ფორმულას“ სატელევიზიო პროექტები: „კომენტარი“,„სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა”,„გიორგი თარგამაძის ფორმულა“, ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას „პოლიტმეტრი“პირდაპირი ეთერის რეჟიმით რადიოფორმატშიც გადის.