დრონმა ცელნამგალა ვეშაპის ძუძუს წოვის მომენტი დააფიქსირა [Photo]

ოკეანური და ატმოსფერული კვლევის ეროვნული სამმართველომ (NOAA), უპილოტო თვითმფრინავის მეშვეობით, ცელნამგალა ვეშაპის ძუძუს წოვის უნიკალური სურათები გადაიღო, – წერს The Daily Mail.

სიეტლის ჩრდილოეთით განლაგებულ კუნძულ სან-ჰუანის მახლობლად, ცელნამგალა ვეშაპთა პოპულაცია ბინადრობს, რომელშიც მხოლოდ 81 ინდივიდი აღინიშნება და გადაშენების საფრთხე ემუქრება. თუმცა წელს, ნამდვილი ბები-ბუმი დაფიქსირდა, გუნდში 5 ვეშაპი დაიბადა.

ვეშაპი, რომელსაც L91 ნომერი მიანიჭეს, პირველი შვილის დედა გახდა. მისმა ნაშიერმა კი L122 ნომერი მიიღო.

მდედრი ვეშაპები შვილებს ძუძუს ერთ წლამდე აწოვებენ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ვადა ორ წლამდეც გაგრძელებულა.

ცელნამგალა ვეშაპები, რომლებიც კამერის ობიექტივში მოხვდნენ, წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მობინადრე 4 გუნდს შორის, ყველაზე მცირერიცხოვანია და აშშ-ის წითელ წიგნშია შეტანილი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21567″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button