დუბაიში ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსს ხანძარი გაუჩნდა [Video]

დუბაიში ელიტურ საცხოვრებელ კომპლექს Oceana-ს ხანძარი გაუჩნდა. შენობიდან, რომელიც ცნობილ ხელოვნურ კუნძულზე – პალმა ჯუმეირაზეა განლაგებული, მოსახლეეების ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა, – გვაცნობებს Twitter-ში დუბაის მთავრობის პრეს-ოფისი.
ძლიერი ხანძარი 13 დეკემბრის ღამით დაიწყო. მისი გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლის ლიკვიდაციაზე სახანძრო ეკიპაჟები და ქალაქის სამოქალაქო თავდაცვის ძალები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე დუბაიში უძლიერესი ხანზარი გაჩნდა. მაშინ 63-სართულიან სასტუმრო Address Downtown-ის ფასადს ცეცხლი მოეკიდა. ხანძრის გამო კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა რამდენიმე ადამიანი მაინც დაშავდა, ხოლო ერთი – გულის შეტევით გარდაიცვალა.