შოთა არველაძე “ქაისერისფორში” მიიწვიეს

თურქულიქაისერისფორიპირველი ლიგის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე გახდა და სუპერლიგაში დაბრუნდა. ამასთან დაკავშირებით კლუბმა საზეიმო შეხვედრა მოაწყო, სადაც ყოფილი თავკაცი შოთა არველაძეც მიიწვიეს.

აქ თავს უცხოდ არ ვგრძნობ, ყველაფერი შინაურია. ეს კლუბი ბოლო ათი წლის განმავლობაში პროგრესირებს და აი, შედეგიცსუპერლიგაში დაბრუნება.

მსოფლიოში სწრაფი წარმატებების მაგალითები იშვიათია. შეგვიძლია გავიხსენოთიუვენტუსი“, რომელიც ელიტაში დაბრუნდა და შემდეგ ჩემპიონი გახდა,ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია“, – განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე 2010-12 წლებშიქაისერისწვრთნიდა. ქართველი რობერტ პროსინეჩკიმ შეცვალა. ახლაქაისერისერთუღრულ სეჩმეწვრთნის.

თურქული მედია ხშირად საუბრობს შოთა არველაძის შესაძლო დაბრუნებაზექაისერიში“.

მსგავსი პოსტები

Back to top button