სპორტი
დუდა სანაძის შედეგიანი გამოსვლა ადრიატიკის ლიგაზე
ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში დუდა სანაძის „ბორაცი“, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე იცავს, „სპლიტს“ შეხვდნენ და მატჩი 86:74 მოიგეს.
ორივე გუნდი აუტსაიდერთა ზონაშია და ამ დრომდე მათ შორის მხოლოდ 1 ქულა იყო სხვაობა.
ქართველმა ლეგიონერმა 24 წუთი გაატარა პარკეტზე და მეორე შედეგიც დადო. ნოვაკიჩის შემდეგ, რომელმაც 21 ქულა მაგროვა,- სანაძის აქტივში 15 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაფიქსირდა.
ბორაცს 8 გამარჯვება და 17 მარცხი დაუგროვდა. სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა და ჩემპიონატის ბოლო, 26-ე ტურში ხორვატულ „ციბონას“ დაუხვდება.