კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დუისში მომხდარ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს წარუდგენენ

პანკისის ხეობის სოფელ დუისში მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ.

სიმონ გაურგაშვილის ადვოკატის, ლალი ჩოდრიშვილის განმარტებით, დაცვას საკუთარი პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია.

” ჯერჯერობით ბრალის ფორმულირებას არ ვიცნობთ, ამიტიმ პოზიცია არ ჩამოგვიყალიბებია. როცა დეტალები გვეცოდინება, შემდეგომ ტაქტიკაზე გადაწყვეტილებას მივითებთ”- განაცხადა ჩოდრიშვილმა.

მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ჯერეჯერობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

შეგახსენებთ, გამოძიება 45 წლის სიმონ გაურგაშვილს, 17 იანვარს სოფელ დუისში მომხდარ, 40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილის მკვლელობას ედავება.

შემთხვევის შემდეგ, სავარაუდო ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა.

გარდაცვლილის ნათესავებმა მარგოშვილებს შუამავლები გაუგზავნეს და მისი გადაცემა მოსთხოვეს.ამის შემდეგ, სიმონ მარგოშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი პოსტები

Back to top button