ამერიკელმა 2 წუთში 38 ლურსმანი თავით დააჭედა [Photo/Video]

ამერიკელმა 2 წუთში 38 ლურსმანი საკუთარი თავით დააჭედა. რეკორდი იტალიური ტელეშოუს პირდაპირ ეთერში გადაიცა, – წერს Daily Mail.

საკუთარი სუპერნიჭის წყალობით, ამერიკელი დევგმირი – ჯონ ფერარო, რომელსაც თავჩაქუჩას უწოდებენ, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფერარომ საკუთარი ზემტკიცე თავის შესახებ ბავშვობაში შეიტყო, როცა ძმას დაედევნა და კარს შეეჯახა. თურმე მამაკაცს თავის ქალის უჩვეულოდ სქელი – 16 მილიმეტრიანი კედლები ჰქონია. შედარებისთვის, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს 6, 5 მილიმეტრის სისქის თავის ქალის ძვლები აქვს.

[print_gllr id=53324]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button