მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაესწრება. საკუთარ მოლოდინებზე მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა, რომელიც გვიან ღამით გავრცელდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსები საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის პარტნიორებთან მუშაობენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ ითხოვეს უკრაინის “ცის დახურვა”, ასევე NATO-ს დახმარება. “უკრაინას არ მიუღია შესაბამისი შეიარაღება” – აცხადებს ზელენსკი.

“ყველა პოლიტიკოსებმა უნდა დაუჭირონ მხარი თავისუფლებას. მათ უნდა დაუჭირონ მხარი სიცოცხლისთვის ბრძოლას. ველოდებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს NATO-დან, ევროკავშირიდან და “დიდი შვიდეულიდან”.

ჩვენ ვიცით, რომ რუსებმა უკვე დაიწყეს მათი ინტერესების ლობირება. ეს არის ომის ინტერესები. ჩვენ ვიცით, რომ ისინი მუშაობენ ზოგიერთ პარტნიორთან. მოლაპარაკებები გამოავლენს, ვინ არის მეგობარი, ვინ არის პარტნიორი და ვინ გვიღალატა ფულისთვის. ჩვენ არ მიგვიღია თვითმფრინავი და თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. ჩვენ არ მიგვიღია ტანკები, გემსაწინააღმდეგო აღჭურვილობა.

რუსეთის ძალებს შეუძლიათ გააგრძელონ ათასობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობა, ჩვენი ქალაქების განადგურება. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დამპყრობელია. მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ათწლეულების მანძილზე ემზადებოდა ასეთი ომისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ალიანსს ეთქვა, რომ იგი სრულად დაეხმარება უკრაინას ამ ომის მოგებაში, გაასუფთავებს ჩვენს ტერიტორიებს დამპყრობლებისგან და აღადგენს მშვიდობას უკრაინაში,” – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა თუ NATO რუსეთს პროვოცირებას გაუწევს, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს – აცხადებს რუსეთის ელჩის მოადგილე გაეროში Sky News-თან ინტერვიუში.

დმიტრი პოლიანსკიმ უარყო ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადება, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ომის დანაშაულებში არიან დამნაშავენი. მისი თქმით, უკრაინა თავად ესხმის თავს საკუთარ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

“თუ რუსეთს NATO პროვოცირებას გაუწევს, თუ რუსეთს NATO დაესხმება თავს, ჩვენ ბირთვული ძალა ვართ, რატომაც არა. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია, მაგრამ არ არის სწორი, დაემუქრო რუსეთს და ცდილობდე ჩარევას. ასე რომ, როცა საქმე გაქვს ბირთვულ ძალასთან, რა თქმა უნდა, უნდა გათვალო შენი ქცევის ყველა შესაძლო შედეგი,” – განაცხადა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button